ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ოთხი პირი, მათ შორის არასრულწლოვანი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ოთხი პირი, მათ შორის არასრულწლოვანი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ოთხი პაციენტი მოათავსეს.ამის შესახებ რეგიონის "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

ოდიშარიას განცხადებით, პაციენტები ერთი ოჯახის წევრები არიან და თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.