ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში ხანძარია

ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში ხანძარია

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აბუხალოს მამათა მონასტრის სიახლოვეს ხანძარია. ცეცხლი ჯერ ბალახის საფარზე გავრცელდა, შემდეგ კი, ტყის ქვედა ზოლზე გადავიდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 4 ერთეული ტექნიკა და მეხანძრე-მაშველების ჯგუფები.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი და ქარი უშლის ხელს.