გორთან სამი ავტომანქანის შეჯახების შედეგად 2 ახალგაზრდა დაშავდა

გორთან სამი ავტომანქანის შეჯახების შედეგად 2 ახალგაზრდა დაშავდა

გორთან, სამი ავტომანქანის შეჯახების შედეგად 2 ახალგაზრდა დაშავდა. ავტობანზე ერთმანეთს - სატვირთო მანქანა, „მერსედესის“ და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს.

,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, ორივე პაციენტს ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება, თუმცა, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ექსპერტები მუშაობენ.