ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აფხაზ სპეციალისტებს კონსულტაციებს გაუწევენ. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება იუწყება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში 500-ზე მეტი კომპლექტი პერსონალური მოვლის საშუალებები, 600 ლიტრზე მეტი ანტისეპტიკური საშუალება და 500 ლიტრამდე ანტიბაქტერიული საპონი ჩაიტანეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანმო - ს რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიეწოდოს ხელმძღვანელობას, რათა შევძლოთ მოცემული რეკომენდაციების საფუძველზე მიღებული იყოს გადაწყვეტილებები და ვიმოქმედოთ იმ მოთხოვნებისა და ნორმების შესაბამისად, რომლებსაც შემოგვთავაზებენ“, - აღნიშნა დე ფაქტო მინისტრმა დაურ კოვემ.

























