თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან ერთი პირი საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან ერთი პირი საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან ერთი პირი საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ. სოფელ კალაურში მცხოვრები 67 წლის მამაკაცი, რომელიც გერმანიიდან ერთი კვირის წინ ჩამოვიდა, წესებს არ დაემორჩილა.

ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცს ქვეყანაში შემოსვლის დროს საეჭვო სიმპტომები არ ჰქონია, რის გამოც სახლში გამოუშვეს.

კახეთში, ეს იძულებით კარანტინში გადაყვანის პირველი შემთხვევაა.