ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზასთან ხანძარია

ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზასთან ხანძარია

ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზასთან ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია.

ადგილზე 20-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული ფუნქტი არ არის.