დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალის ტყეში ხანძარია

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალის ტყეში ხანძარია

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალის ტყეში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო მანქანა და 35-მდე მეხანძრე-მაშველი.

უწყების ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.