ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება

ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება

ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძრის ჩაქრობას 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 100-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათვე ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში გათენებისთანავე ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

„იწვის ქარსაცავი ზოლი, ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, 100-მდე მეხანძრე მაშველი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, საჭიროების შემთხვევაში გათენებისთანავე ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი,“ - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.