წალენჯიხაში, სოფელ სკურში ხანძარია

წალენჯიხაში, სოფელ სკურში ხანძარია

წალენჯიხის სოფელ სკურში ხანძარი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული და მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.