წალენჯიხაში ალპურ ზონაში ხანძარია

წალენჯიხაში ალპურ ზონაში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის.
მათივე განმარტებით, დღეს ღამით უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე ერთი ეკიპაჟი დარჩება, დილიდან კი ცეცხლის ჩასაქრობად საჭირო სამუშაოები განახლდება.

























