აფხაზეთში აცხადებენ, რომ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ინფორმაციას ამის შესახებ მისი შტაბის წარმომადგენელი, ლეონიდ ლაკერბაია ავრცელებს.
„ახლა ერთი რამის თქმა შეგვიძლია - ასლან ბჟანიას მდგომარეობა უმჯობესდება“,-განაცხადა ლაკერბაიამ.
ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, 2 მარტს მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს. გუშინ, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ალსან ბჟანია, ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია აქვს.

























