აჭარის ტელევიზიაში ხმაური იყო, რომელიც ახალი რედაქტორის დანიშნვას უკავშირდება

აჭარის ტელევიზიაში ხმაური იყო, რომელიც ახალი რედაქტორის დანიშნვას უკავშირდება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში ხმაური იყო. ჟურნალისტები ახლად დანიშნულ რედაქტორს ფირუზ ბოლქვაძეს დაუპირისპირდნენ და განაცხადეს, რომ მასთან თანამშრომლობას არ გეგმავენ.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ არხის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ფირუზ ბოლქვაძე საინფორმაციო სამსახურში მათთან შეუთანხმებლად დანიშნა. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ არხზე მიმდინარე პროცესებში სუს-ია ჩართული.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი გაათავისუფლა.