თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სოფელ აკურას მიმდებარედ ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

უწყების ინფორმაციით, მობლიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.