სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოზარდი გაიტაცეს

სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოზარდი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს.

„ვადასტურებთ ერთი პირის გატაცების ფაქტს, ამ დროისათვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართულები არიან ევროკავშირის მისიიის წარმომადგენლები“, - აცხადებენ უწყებაში.

არსებული ინფორმაციით, მოზარდის დაკავება ტყეში მოხდა.