„ნაცმოძრაობის“ წევრი - აჭარის ტელევიზიის დირექტორი არხზე კადრების ჩანაცვლებას სახელისუფლებო კადრებით ცდილობს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი არხზე კადრების ჩანაცვლებას სახელისუფლებო კადრებით ცდილობს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ასმათ დიასამიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, დირექტორის მოადგილის პოზიციაზე ჟურნალისტ ვახო ხუზმიაშვილის კანდიდატურა განიხილება.
ასმათ დიასამიძის თქმით, ხუზმიაშვილს კონკურსის პირობები მოარგეს, რომელიც სამომავლოდ არზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ პოლიტიკას შეცვლის.
„არსებული კადრების ჩანაცვლება სახელისუფლებო კადრებით მოხდება. ცდილობს „ქართულ ოცნების“ პოლიტიკა გაატაროს და წინასაარჩევნოდ ხელისუფლების რუპორად აქციოს. კონკრეტულ პირზეა მორგებული კონკურსი. კონკურსის პირობები მორგებულია კონკრეტულ ადამიანზე - ვახო ხუზმიაშვილზე",- განაცხადა ასმათ დიასამიძემ.

























