ანონსი 18 თებერვალი

ანონსი 18 თებერვალი

18 თებერვალს, 10:00 საათზე, პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩის მხარეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, და პარტიის წევრები პიკეტირებას და სირცხვილის დერეფანს მოაწყობენ.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

18 თებერვალს, 10:00 საათზე, სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, UNDP-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრას სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია დაესწრება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

საკონტაქტო: 599 85 52 51

18 თებერვალს, 10:00 საათზე, არჩილ თალაკვაძე მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფს შეხვდება. (შეხვედრის შემდეგ 10:45 საათზე საქართველოს და მალაიზიის პარლამენტების თავმჯდომარეები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ)

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი /B კორპუსი, II სართული, (ბიუროს ოთახის წინ)

18 თებერვალს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის სერგეი ბოკარევის საექსტრადიციო საქმის განხილვა გაიმართება, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი დაესწრება.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

18 თებერვალს, 10:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სოციალური მუშაკები განცხადებას გააკეთებენ.

თემა: მიმართვა პარლამენტს.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

18 თებერვალს, 11:00 საათზე, Holiday Inn Tbilisi-ში საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრას დაესწრებიან: საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ელჩები, დიპლომატები, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

საკონტაქტო: ხატია წიკლაური - 577 25 55 15

18 თებერვალს, 11:00 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოში ნენსკრაჰესის საქმეზე მოსამზედებელი სხდომა გაიმართება.

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

18 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

18 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

18 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: მიმართვა მთავრობას რუსეთთან პირდაპირ დიალოგთან დაკავშირებით; საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელტა ცივილური პროტესტი რუსეთის დელეგაციას.

მისამართი: გალის ქუჩა #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა -599726565

18 თებერვალს, 11:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა“ და საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულები ბრიფინგს გამართავენ.

მის: ქეთევან წამებულის გამზ.# 54. (მეტრო „300 არაგველის“ გვერდით)

18 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ „მოძრაობა მომავლისთვის“ და მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: საზღვრისპირა სოფლების დაცვისა და კონფლიქტის რეგიონში ადამიანების გატაცების წინააღმდეგ მიმართული პროექტის წარდგენა.

მის: კოსტავას #14

საკონტაქტო: 593120605

18 თებერვალს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

18 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ილია გამგებლის, დავით ქოქიაშვილისა და ლევან ქარდავას სასამართლო პროცესი გაიმართება

18 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის მერი ვარკეთილის მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას საფუძველს ჩაუყრის. მის: ვარკეთილი-3, 3 მ/რ, კორპ. 319-ის მიმდებარედ (180-ე საჯარო სკოლასთან)

18 თებერვალს, 13:00 საათზე, პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)