დაბა ბაკურიანში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ბაკურიანობა 2020“ აღინიშნა

დაბა ბაკურიანში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ბაკურიანობა 2020“ აღინიშნა

15-16 თებერვალს, დაბა ბაკურიანში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ბაკურიანობა 2020“ აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით სპორტული, კულტურული, სანახაობრივი და გასართობი აქტივებები გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებებს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა სახეობებში გამარჯვებულები სპორტსმენები, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მხარისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, თასებით, სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

„წელს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით, პირველად გამოვლინდნენ და დააჯილდოვებენ „საპატიო ბაკურიანელები“ – მოთხილამურე კობა წაქაძე და ელექტრიკოსი ვიქტორ ნაგოგა.

დღესასწაული გალა კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დაასრულდა.

„ბაკურიანობა“ ტრადიციული სახალხო ზეიმია. მას ადგილობრივები კურორტის სტუმრებთან ერთად ზამთრის სეზონზე 2 დღის განმავლობაში აღნიშნავენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.