სოფელ ხაიშში, საპროტესტო აქციის მონაწილეებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა

სოფელ ხაიშში, საპროტესტო აქციის მონაწილეებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე შეხვდა. როგორც ქორიძემ სოფლის მოსახლეობასთან საუბარში განაცხადა, პოლიცია, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ სოფლის საძოვრებიდან საქონლის ქურდობის ფაქტები აღარ დაფიქსირდეს. გიორგი ქორიძის განცხადებით, საძოვრებზე საქონელს მოსახლეობა მწყემსების გარეშე უმეთვალყურეოდ უშვებს და პრობლემა, პირველ რიგში ამ კუთხითაა მოსაგვარებელი.
მოსახლეობის მიერ მოთხოვნილ კომპენსაციებს რაც შეეხება, მუნიციპალიტეტის მერი დასძენს, რომ დაკარგული საქონლის სანაცვლოდ, ადგილობრივი ხელისუფლება, ფულად კომპენსაციებს ვერ დაარიგებს, ვინაიდან ამის საშუალებას კანონი არ აძლევთ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სოფელში მსხვირფეხა რქოსანი პირუტყვის გაშირებული ქურდობის ფაქტებს აპროტესტებდნენ და შესაბამისი უწყებებისგან პრობლემის გადაჭრას მოითხოვდნენ.

























