სოფელ ხაიშის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

სოფელ ხაიშის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი აცხადებენ, რომ სოფელში საქონლის ქურდობის ფაქტები გახშირდა და შესაბამისი უწყებიდან რეაგირებას და დახმარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საძოვრებიდან ყოველთვე ათობით მსხვილფეხა რქოსანი იკარგება. მათივე ინფორმაციით, შემოსავლის ერთადერთი წყარო მესაქონლეობაა და უმრავლესობა საქონელს ბანკიდან გამოტანილი სესხით ყიდულობს. საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული.