ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოსთან მანდატურებს და „გაბედეს" წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოსთან მანდატურებს და „გაბედეს" წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოსთან მანდატურებს და „გაბედეს" წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი სასამართლოსთან დაგეგმილი აქცია გახდა.

მოძრაობა „გაბედეს" წევრებს მანდატურებმა აქციის შენობიდან მოშორებით ჩატარება მოსთხოვეს, რასაც აქტივისტების უკმაყოფილება და დაპირისპირება მოჰყვა. როგორც მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, ისინი შენობიდან მოშორებით, ჭიშკართან იყვნენ შეკრებილი და მოძრაობას არ აფერხებდნენ.

„გაბედეს“ წევრების განცხადებით, აქციისთვის ხელის შეშლა მიზანმიმართულად მოხდა.

„ჩვენ სიმბოლურად მოვედით სასამართლოსთან, გვინდოდა, რომ სოლიოდარობა გამოგვეცხადებინა ჩვენი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც უკანონოდ დააკავეს ზებრა გადასასვლელზე გადასვლის გამო, მაგრამ მანდატურებმა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს წარმოადგენენ, არ მოგვცეს ამის უფლება. თვითონ გვეუბნებიან, რომ შენობას 20 მეტრით უნდა მოვშორდეთ. არადა, გაცილებით შორს ვიდექით. უბრალოდ, არ სურთ აქცია გავმართოთ“, - განაცხადეს მოძრაობის წევრებმა.