მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას საავტომობილო გზის კმ8-კმ19 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობისას მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

ამ დროისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.