,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თელავის რეგიონული ოფისი გახსნა

,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თელავის რეგიონული ოფისი გახსნა

პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თელავის რეგიონული ოფისი გახსნა. მან ადგილობრივი გუნდი და თელავის ოფისის ხელმძღვანელი - ვასილ კობიაშვილი წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ოფისის გახსნისას მამუკა ხაზარაძემ თელავის და ზოგადად კახეთის განვითარების გეგმაზე ისაუბრა. მან ყურადღება სამი ძირითადი მიმართულებით გაამახვილა.

პარტიის ლიდერის განცხადებით, კახეთი და თელავი უნდა იქცეს მსოფლიოს ღვინის დედაქალაქად და ასევე განვითარდეს ტურიზმი. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ხაზარაძემ ბიო წარმოება დაასახელა.