დუშეთის შესასვლელში მდებარე კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დუშეთში, ფარნავაზის ქუჩის N71-ში მდებარე კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება არსებული ტერიტორია და მოეწყობა ბორდიურები. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შალვა ინაშვილის თქმით, სამუშაოები ერთი თვის ვადაში დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























