დიდთოვლობის გამო, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი ერთი დღით გადაიდო

დიდთოვლობის გამო, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი ერთი დღით გადაიდო

დიდთოვლობის გამო, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი ერთი დღით გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო.

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა უხვი ნალექი გამო, ჩაკეტილია.

როგორც ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ განაცხადა, ბათუმი - ხულოს ცენტრალურ დამაკავშირებელ გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის გადაადგილება შესაძლებელი. მისივე თქმით, თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს.

„მთელი ღამე თოვდა და ახლაც თოვს. გზები ჩაკეტილია, ტექნიკა მობილიზებულია და გზის გაწმენდის სამუშაოები იწყება“, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.