ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვერონა-შუამთას მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.