გორში, „ახალბაღში“ ახალი ატრაქციონები დამონტჟდება

გორში, „ახალბაღში“ ახალი ატრაქციონები დამონტჟდება

გორში, „ახალბაღში“ ახალი ატრაქციონები დამონტაჟდება. კულტურისა და დასვენების პარკი მიმდინარე წლის ზაფხულს ახალი ატრაქციონებით შეხვდება. მათი შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

„პროექტი ითვალისწინებს 7 ერთეული ატრაქციონის მოწოდებასა და დამონტაჟებას. "ახალბაღში" განთავსდება 2 ერთეული „კარუსელი“, „მფრინავი სკამები“, 2 ერთეული „ელექრომატარებელი“, „მფრინავი გემი“ და „მოძრავი კალათა“. გარდა ამისა, განხორციელდება ავტდრომის რეაბილიტაციაც და ძველი მანქანები ჩანაცვლდება ახლებით. შესყიდვის ღირებულება 800 ათასი ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.