ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა თავისუფალია

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები დასრულდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

























