გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 თებერვალს 14:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი.
11:05-დან 12:05 სათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტთა ნაწილს სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, გლდანი, ხოლო 11:05-დან 18:00 სათამდე სოფლებს ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, გიორგიწმინდა. 12:00-დან 13:00 საათამდე გამოირთვება სოფლები წოდორეთი, მსხალდიდი, ბევრეთი, ზემო ლისი, ლისი, ქვემო ლისი, ტაბარუკი, ვარდისწყარო, შვინდების მიწა; 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფელ დიღომში დიდგორის, მიხეილ მესხის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის, თამარ მეფის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები.
11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება გაეთიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ჭოპორტი, დავათი, ნოკორნა, ქვემო ღარისწყალა, ნოჯიკეთი, კოშკასყელი, წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, კაიშაურები და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

























