თელავის სასამართლომ პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თელავის სასამართლომ  პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თელავის რაიონულ სასამართლში, პანკისში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე არბი ქავთარაშვილის და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარადგებიან, მანამდე კი დაცვის მხარემ ბრალდებული რუსლან ხანგოშვილის საქმეში ნერწყვის ნიმუშის აღებისა და ხელის კვლევის ნიმუშის აღების ოქმის უდაოდ ცნობის შუამდგომლობა მოითხოვა,რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

პროკურორის ვლადიმერ ბექიშვილის ინფორმაციით, მომდევნო სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 13 თებერვალს, 15:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. რა დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.