დავით ბაციკაძე - უხერხულია, სააკაშვილის პარტიის წევრები მონას რომ გეძახიან

დავით ბაციკაძე - უხერხულია, სააკაშვილის პარტიის წევრები მონას რომ გეძახიან

უხერხულია, სააკაშვილის პარტიის წევრები, რომ მონას გეძახიან,- ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით ბაციკაძემ განაცხადა, რომელსაც აქციის მონაწილეები ბათუმის მერიის შენობასთან შეხაძილებით "მონა" დახვდნენ.

„დაითვალეთ რამდენი არიან, გაცილებით ცოტა, ვიდრე აქ შეკრებილი ჟურნალისტები, ძალიან უხერხულად იქცევიან, მაგრამ ესაა დემოკრატიის ხიბლი, ყველას აქვს ჩვენს დროში გამოხატვის თავისუფლება", -განაცხადა დავით ბაციკაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეები ბათუმის მერიის შენობასთან რჩებიან და პროტესტს აგრძელებენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, პროპორციული წესით ჩატარდეს არჩევნები.

ბათუმის მერიის შენობის შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული და აქციის მონაწილეებს შენობაში არ უშვებენ.