ორგანიზაცია "ალტერნატივას" და მოძრაობა "გაბედეს" წევრები ბათუმის მერიასთან აქციას მართავენ

"იაზროვნე, ეცადე მაინც", "თქვენ არ გენდობით", - ამ ლოზუნგებით ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა" და მოძრაობა "გაბედეს" წევრები ბათუმის მერიის შენობასთან აქციას მართავენ.
როგორც მათ განაცხადეს, ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორის“ მოუწყობენ. აქციის მონაწილეები საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს ითხოვენ.
დღეს ბათუმში მოძრაობა „გაბედეს“ აჭარის ორგანიზაცია ჩამოყალიბდა.
„ხმის უფლება წაგვართვეს. აქ იმიტომ იკრიბებიან, რომ თითქოს სხდომები ჩაატარონ. ყველა დეპუტატი ჩვეულებრივი დამქაშია. ვეცდებით, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ",- განაცხადა მოძრაობა „გაბედეს“ წევრმა დიმიტრი ლიპარტელიანმა.
დღეს ბათუმის მერიის შენობაში აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომის გამართვა იგეგმება.
ბათუმის მერიასთან სამართალდამცავები იმყოფებიან.

























