ქუთაისში, კახიანოურის, მუხნარისა და საფიჩხიის ნაწილის დასახლებებს ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოების გამო, წყალმომარაგება შეუწყდება

ქუთაისში კახიანოურის, მუხნარისა და საფიჩხიის (ნაწილი) დასახლებებში 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლის მიზნით დაგეგმილია ახალ ქსელზე გადართვითი სამუშოები. ტექნიკური სამუშაოების გამო, დასახლებების მაცხოვრებლებს 6 თებერვალს წყლის მიწოდება შეუწყდებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.
„სამუშაოების დასრულებისთანავე, 7 თებერვილიდან დამატებით, უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა შემდეგი ქუჩები: ა.რაზმაძე, ჯორჯიაშვილი, ახალგაზრდობა, გრ.აბაშიძე, ლეონიძე, ჭყონდიდელი, გორი, გრ.ჩორგოლიანი, დ.გურამიშვილი, დეპო, ვ.ბაგრატიონი, ი.ევდოშილი, მ.ბალანჩივაძე, მოსკოვი, გოგოლი, ნიკო მარი, ს. მახვილაძე, ს. ხაბეიშვილი, სადგური, ფოთი, ვ. კუპრაძე, წმინდა სამება, ლომთათიძე, ჰ.გმაინერი, თამარ მეფის ნაწილი, თამარ მეფის პირველ შესახვევი და პირველი ჩიხი, წერეთლის ნაწილი და მესამე შესახვევი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























