იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული და ქუთაისის მერი იტალიელ ინვესტორებს შეხვდნენ და „ტორპედოს“ ახალი მფლობელის საკითხი განიხილეს

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული და ქუთაისის მერი იტალიელ ინვესტორებს შეხვდნენ და „ტორპედოს“ ახალი მფლობელის საკითხი განიხილეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იტალიელ ინვესტორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ მფლობელის საკითხი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, იტალიელი ინვესტორები ქუთაისის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე თანხმობას აცხადებენ, მოლაპარაკებები მიმდინარე ტექნიკურ საკითხებზე კვირის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მფლობელი ეყოლება.

„იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრაზე მხარეებმა იმ გარანტიებზეც ისაუბრეს, რომლითაც გუნდს უნდა ჰქონდეს სტაბილური დაფინანსება, ფეხბურთელების კონტრაქტები უნდა იყოს მყარი და არ უნდა დაირღვეს პირობები, რაც წინა შემთხვევაში ხდებოდა. მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და „კრისტლაბეთ ეროვნულ ლიგაში“ ღირსეული გამოსვლა იქნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.