პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას მხარი დაუჭირა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე საქართველოს პარლამენტში მორიგი საკანონმდებლო ინიციატივით წარსდგა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დავით გაბაიძის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი ამჯერად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონის პროექტი ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ლიკვიდაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედების წესების სრულყოფილ რეგლამენტაციას ითვალისწინებს.

























