ბაღდათში საცხოვრებელი სახლი იწვის

ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ მონაცემები მას შემდეგ ექნებათ, რაც მეხანძრეები შენობაში შესვლას შეძლებენ.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის ექვსი ეკიპაჟი. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ.

























