ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 80 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 80 წლის ქალს კობალაძის ქუჩაზე ბათუმის შპს „სანდასუფთავების" სამსახურის მანქანა დაეჯახა.
მძღოლი გამოკითხვაზეა გადაყვანილი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„მძღოლი გამოკითხვაზე იმყოფება, შემთხვევის შემდეგ პოლიციას თვითონ ჩაბარდა. კადრებში ნათლად არ ჩანს, დაეჯახა თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა“, - განაცხადა „სანდასუფთავების“ მონიტორინგის სამსახურის უფროსმა შოთა თოდაძემ.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას „სისხლის სამართლის კოდექსის" 276 -ე მუხლით აწარმოებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

























