ქედაში ხანძრის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
.webp)
ქედაში, სოფელ ხარაულაში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაზარალებულ ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა.
"საცხოვრებელ სახლში ერთი ოთახი დაიწვა, სადაც შშმ პირი იმყოფებოდა",- აღნიშნა ლევან გორგილაძემ.

























