ბათუმში მირქმის ტაძარი გაქურდეს

ბათუმში, ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაზე მირქმის ტაძარი გაქურდეს. მძარცველებმა ეკლესიიდან თანხა და თაფლი მოიპარეს. მათ ტაძარში შეღწევისას ფანჯრები დააზიანეს.
ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
იხილეთ ვიდეო: ბათუმის მირქმის ტაძარი გაქურდეს

























