22 იანვრიდან გუდაურში ფასდაკლების კვირეული იწყება

22 იანვრიდან გუდაურში ფასდაკლების კვირეული იწყება

გუდაურში ფასდაკლების კვირეული იწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინიციატივით, 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, დაბა გუდაურში Discount Week-ი გაიმართება.

„სასტუმროების ჩამონათვალი, ფასდაკლება და პრომო კოდი დაინტერესებულ პირებს შეუძლაით იხილონ ვებ-გვერდზე: https://georgia.travel/en_US/discount/weeks.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით მთის კურორტების განვითარების კომპანია გთავაზობთ 30% ფასდაკლებას 2 დღიან სასრიალო აბონემენტზე“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.