თელავში ხანძარი ლოკალიზებულია

თელავში ხანძარი ლოკალიზებულია

თელავში, 3 საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 5 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, თავდაპირველად ცეცხლი ერთი სახლის სახურავზე გაჩნდა და ახლომდებარე შენობებზე გავრცელდა.