აფხაზეთის „სახელმწიფო“ ტელევიზიით დღეს „ხელისუფლებისა“ და ოპოზიციის დებატები შედგება

ოკუპირებული აფხაზეთის მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აფხაზეთის "სახელმწიფო“ ტელევიზიის ეთერში დებატების გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ ტელევიზიაში განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, დებატებში მონაწილეობას „ხელისუფლებისა“ და ოპოზიციის ორ-ორი წარმომადგენელი მიღებს. ასევე წარმოდგენილი იქნება ორი ექსპერტ-პოლიტოლოგი.
დებატების გამართვა მოსკოვის დროით, 21:00 საათისთვის დაიწყება. ტელევიზიაში ვარაუდობენ, რომ დღევანდელი დებატები მკვეთრ პოლემიკაში გადაიზრდება.

























