ქუთაისში, ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ქუთაისში, ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, ოთხსართულიან საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას ცეცხლი უკიდია,-ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.