ხონში ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხონში ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 25 წლისაა. ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებამ გამოიწვია. გარდაცვლები სოფელ კუხის მცხოვრებლები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი, ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.