წალენჯიხაში ავტომობილის ამოტრიალების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

























