ბორჯომში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს შობა-ახალი წელი მიულოცეს

ბორჯომში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს შობა-ახალი წელი მიულოცეს

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია მოადგილეებთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ხუთ მრავალშვილიან ოჯახს პირადად ესტუმრნენ, შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ ოჯახებისთვის, რომლებიც ქვეყნას ასეთ შვილებს უზრდიან სითბოსა და მზრუნველობის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია“,-ნათქვამია ინფორმაციაში.