ანონსი 28 დეკემბერი

ანონსი  28 დეკემბერი

28 დეკემბერს, 11:00 საათზე , ,,ახალი საქართველოს" სოციალური სამსახური საახალწლო ღონისძიებას გამართავს, სადაც 1000 სოციალურად დაუცველ და შშმ სტატუსის მქონე ბავშვს უმასპინძლებს. ბავშვებს ახალ წელს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიულოცავს.

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია-555 602 634

მის: კოსტავას #45 (ვერის საკალათბურთო დარბაზი)

28 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში შპს „ჯორჯიან ბილდინგ გროუფის“ ინერტული მასალების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამთან შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ საწარმოს გახსნის. დაგეგმილია ბორჯომში წიაღის მომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოებთან შეხვედრა.

28 დეკემბერს, 13:00 საათზე, მთრგმნელი, ნიკოლოზ (ტატო) ალექსიძე ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერას“ წარადგენს.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (მე-3 კორპუსი, საგამოფენო დარბაზი)

28 დეკემბერს, 14:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომე, არჩილ თალაკვაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, პრემიერ-მინისტრ კარდინალ პიეტრო პაროლინთან შეხვედრას გამართავს.

მის: საქართველოს პარლამენტი (დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი)

28 დეკემბერს, 15:00 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის ინიციატივით ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის ობოექტური და დროული გამოძიების, ასევე მაღალჩინოსანთა დაკავების მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართება.

მის: ვაჩნაძის # 7 (ორბელიანის მოედნისა და ბარათაშვილის გამზირის გადაკვეთაზე)

28 დეკემბერს, 15:30 საათზე, ავტორი, დიანა ანფიმიადი წიგნს - „თოვლზე ნაწერი წერილები“ წარადგენს.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (მე-3 კორპუსი, საგამოფენო დარბაზი)

28 დეკემბერს, 20:00 საათზე, კლუბ KHIDI-ის სივრცეში, კლასიკური მუსიკის მხარდასაჭერი ღონისძიება გაიმართება.