ფოთში, მთავარ ნაძვის ხესთან ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა დააზიანეს

ფოთში, მთავარ ნაძვის ხესთან ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა დააზიანეს. მერიაში აცხადებენ, რომ სადღესასწაულოდ ქალაქის გაფორმება ჯერ არ დასრულებულა, ცენტრალურ მოედანზე კი ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა.
„გულდასაწყვეტია, რომ ცდილობენ მოსახლეობას გაუფუჭდეს საახალწლო განწყობა. ყველაფერს აღვადგენთ და გპირდებით, რომ ასეთი ქმედებებით ვერაფერს დააკლებენ ჩვენს ქალაქს. მოსახლეობის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ 17 იანვრამდე ყოველდღიურად გეპატიჟებით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ.

























