წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.
უწყების ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან მოშორებით ფიქსირდება.
მათივე ცნობით, ადგილზე, ამ დროისთვის, მონიტორინგი მიმდინარეობს და ცეცხლის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდება.

























