შიდა ქართლის გუბერნატორი - ატენის ხეობაში დაკვამლიანების სივრცე, დაახლოებით, 7-დან 10 ჰა-მდე ფართობს მოიცავს

ატენის ხეობაში დაკვამლიანების სივრცე, დაახლოებით, 7-დან 10 ჰა-მდე ფართობს მოიცავს, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ხეობაში, სადაც მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან, სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ამ წუთებში 200 მეხანძრე-მაშველი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და სპეცტექნიკაა ჩართული ცეცხლის ქრობის პროცესში. დაკვამლიანების სივრცე, დაახლოებით, 7-დან 10 ჰა-მდე ფართობს მოიცავს. ეს არის როგორც ტყე, ასევე ალპური ზონა. მოქმედებს შტაბი, საიდანაც სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია ხდება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

























