ანონსი 25 დეკემბერი

25 დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.
25 დეკემბერს, 10:30 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (ავლაბრის რეზიდენცია), ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ღონისძიება გაიმართება.
ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმების შესახებ პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია წარადგენს. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე კი წარადგენს პრეზენტაციას სამომავლო პროექტების შესახებ.
მის: მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩა № 1
საკონტაქტო: თათია წერეთელი - 599 499 004
25 დეკემბერს 10:30 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო : 593 53 45 24
25 დეკემბერს 11:00 საათზე, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: წლის შეჯამება - ბუნებრივი აირით გამოწვეული უბედური შემთხვევები; დედაქალაქსა და რეგიონებში არსებული მძიმე რეალობა; რატომ ვერ მოხერხდა კანონის გამკაცრება და ძირითადი გამოწვევები, რომელიც დედაქალაქს ნაღმის მდგომარეობაში ამყოფებს.
მის: გალის ქუჩა #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565
25 დეკემბერს. 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ჟ. შარტავას N7
25 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ“კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24
25 დეკემბერს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობაზე თემატური მოკვლევის ანგარიშის პრეზენტაცია
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“
25 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
25 დეკემბერს, 12:00 საათზე, შპს „დელუქს დეველოპმენტის“ წინააღმდეგ, მოქალაქეები საპროტესტო აქციას გამართავენ.
მის: დიდი დიღომი ფარსადნის ქუჩა N 9 („გუდვილის“ მოპირდაპირედ)
საკონტაქტო: 599191967
25 დეკემბერს, 13:00 საათზე, ქუთაისის „ახალგაზრდულ ცენტრში“ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურიდან და ზეტაფონიდან კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს, მათ შორის გრამპრის მფლობელს გადაეცემა საგზური საფრანგეთში. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე დაესწრება.
მის: ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის #14-ა, კინოთეატრ სულიკოს ყოფილი შენობა.
25 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და ვიცე-სპიკერები პარლამენტის აპარატის იმ თანამშრომლებს დააჯილდოებენ და შესაბამის სერთიფიკატებს გადასცემენ რომელთაც, 25 წელი და მეტი იმსახურეს საქართველოს პარლამენტის აპარატში.
თამარ მეფის სახელობის დარბაზი. A კორპუსი 0 სართული
25 დეკემბერს, 13:00 საათზე, დედოფლისწყაროში, გამგეობის წინ, ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიადან“ გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას გამართავენ.
საკონტაქტო: შოთა მოსეშვილი - 557 210 995
25 დეკემბერს, 13:30 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს.
თემა: შპს „თბილისი ენერჯისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები.
მის: ა.მიცკევიჩის #19
საკონტაქტო: ქეთი ბერიკაშვილი - 577310011
25 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.
25 დეკემბერს 15.00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: სალომე ზურაბიშვილის განცხადება.
მის: ბარნოვის 40
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08
25 დეკემბერს 15:00 საათზე, მწერალთა სახლში გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და მწერალთან შეხვედრა გაიმართება
საკონტაქტო : თეკლა ქველაძე- 591 93 93 23
25 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
25 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ქუთაისში, კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო მესა ჩატარდება , რომელსაც დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე.
მის: ქუთაისი, ნიუპორტის #12
25 დეკემბერს, 18:00 საათზე, ქუთაისის მერიისა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. გამოვლინდებიან 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი დაესწრება.
მის: ქუთაისი, რესტორან „რივერსაიდი“
25 დეკემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გალაკტიონის „არტისტული ყვავილების“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება .
საკონტაქტო: თეკლაქველაძე - 591 93 93 23
25 დეკემბერს, 19:00 საათზე, Stamba's Books-ში ელიფ შაფაქის ახალი რომანის "ხუროთმოძღვრის შეგირდის" წარდგენა გაიმართება. წიგნს მწერალი, დათო ტურაშვილი წარადგენს.
მის: კოსტავას ქ.#14
25 დეკემბერს, 19:00 საათზე, კათოლიკურ შობასთან დაკავშირებით, ქუთაისში მცხოვრები კათოლიკეებისათვის გაიმართება სპეციალური მიღება, რომელსაც პადრე - მამა გაბრიელი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე დაესწრებიან.
მის: ქუთაიში, რუსთაველის 9-ა, ტურიზმის ცენტრი
კონტაქტი: მარი დევიძე - 595186818
25 დეკემბერს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" დაჯილდოების საღამო გაიმართება.
მის: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი.
25 დეკემბერს, 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. ღონისძიებას დაესწრება თბილისის მერი კახა კალაძე
საკონტაქტო: ეკა ბახუტაშვილი 598 16 32 35

























